ხობის სოფლებში საბავშვო ბაღისა და სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

134

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 44131 ლარს შეადგენს.

პარალელურად, მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში მიმდინარეობს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.

ასევე უკვე დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 15 235.10 ლარს შეადგენს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა.

საბავშვო ბაღში მოწესრიგდა სველი წერტილები, სამზარეულო და პროდუქტის შესანახი ოთახი.