ხარაგაულის სოფელ საღანძილის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

91

ხარაგაულის სოფელ საღანძილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სასოფლო გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.

გზის გასწვრივ საჭიროების ადგილებზე გაკეთდა სანიაღვრე არხები. მიმდინარეობს გვერდულების შევსება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს,