პაპა და შვილიშვილი მავთულხლართებთან – ომის თემაზე სტენსილი გორში

55

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გორში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს სპეციალური კედელი გაიხსნება. მასზე მავთულხლართებთან მდგომი პაპა და შვილიშვილია გამოსახული. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გოგონას ხელში მაკრატელი უჭირავს, როგორც კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრის სიმბოლო.

სტენსილის ავტორი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა.

ნახატი სწორედ იმ კედელზეა შესრულებული, რომელსაც რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილი ბომბების კვალი ამ დრომდე ეტყობა.

კედლის გახსნა “საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინიციატივით ხდება.