მუნიციპალური სერვისების მიღება თბილისის ყველა რაიონში იქნება შესაძლებელი

689

თბილისის ყველა რაიონში სერვისცენტრები შეიქმნება, სადაც მოსახლეობას ყველა იმ სერვისის მიღება შეეძლება, რომლისთვისაც ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიაში მისვლა უწევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხსომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

“როდესაც შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუნიციპალური სერვისების დახვეწა, გაძლიერება. რაც მთავარია მოსახლეობისთვის კომფორტი უნდა შეგვექმნა მუნიციპალური სერვისების მიღების თვალსაზრისით, შესაბამისად, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. ორშაბათიდან ვიწყებთ მის განხორიელებას. ეს არის ქალაქის ათივე რაიონში შეიქმნას სპეციალური სერვისცენტრები, სადაც ადამიანებს, ვისაც დღეს მერიაში უწევთ მოსვლა ამის საჭიროება აღარ იყოს, ისინი თავიანთ რაიონებში მივლენ ამ სერვისცენტრებში და მიიღებენ ყველა იმ სერვისს, რაც დღეს მერიაში არსებობს. პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.