ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში 3-სართულიანი სკოლის მშენებლობა იანვარში დასრულდება

1043

ზესტაფონში, სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის იანვრის თვეში დასრულდება.

3 სართულიანი სკოლის შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და ის ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.

როგორც ზესტაფინის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ზედა საქარის საჯარო სკოლაში კომბინირებული სპორტული დარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მოეწყობა. სასწავლო კორპუსს ექნება სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. იფუნქციონირებს ლიფტი. სკოლის ეზოში იგეგმება საბავშვო მოედანის მშენებლობაც.

სკოლის მშენებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4 362 360 ლარია. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აწარმოებს.

2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ( ESIDA) ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.