გურჯაანის მერია 1 575 ადამიანს 87 065 ლარის სხვადასსხვა პროგრამით დაეხმარა

60

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში, მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამით, 1575 გურჯაანელს გაუწია დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 065 ლარი გაიცა.

მოსახლეობის სოციალური დახმარების აღნიშნული პროგრამა გულისხმობს: უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერად ფულად დახმარებას;

ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსებას მარჩენალდაკარგულ, მარტოხელა მშობლის და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახზე, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირზე, შშმპ სტატუსის მქონე ომის ვეტერანზე და შშმ ბავშვზე;

ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების, 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის, 7 წლამდე ასაკის ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსებას;

100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის განკუთვნილი საჩუქარი;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება.