ბოლნისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღს არემონტებენ

575

ბოლნისის მუნიციპალიტეტის N4 საბავშვო ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ფასადის კედლების შელესვა და თაბაშირ-მუყაოსთვის კონსტრუქციების მოწყობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, აწესრიგებენ სველ წერტილებსა და ეზოს.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები გარემონტებულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ. ეს იქნება მუნიციპალიტეტში არსებული 12 ბაღიდან მე-11, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს“ , – აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.