ძამას ხეობაში ეკლესია-მონასტრებთან ერთადერთი მისასვლელი გზა კეთდება

171

ძამას ხეობაში ეკლესია-მონასტრებთან ერთადერთი მისასვლელი გზის მშენებლობისთვის მიწის სამუშაოები სრულდება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის. მიწის, ხელოვნური ნაგებობების და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე. პროექტის ღირებულება 14.5 მლნ ლარია.

ხეობაში 50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კოშკი და ციხესიმაგრე. აქ არსარკინეთი, ორთუბანი, შუანო, შატბერდი … თბილისიდან 160-170 კმ-ია სავალი და ერთ დღეში მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ძირითადი ძეგლების მონახულება შესაძლებელია.