დუშეთის მუნიციპალიტეტში აბანოსხევისა და ნოკორნის სკოლებს არემონტებენ

131

წინა სტატია

ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, აბანოსხევის და ნოკორნის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლებში შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, ფასადი და  კარ-ფანჯრები განახლდება, გარდა ამისა, გამოიცვლება ელექტროგაყვანილობა, გრანიტით მოპირკეთდება სკოლის შესასვლელი და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ სკოლებში შეხვდებიან”,- განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა.

2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 სკოლა რემონტდება, ხოლო აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებს შპს “კ.გ“ ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის 8 სოფლის სკოლას წელს არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება.