მცხეთის სოფელ მუხრანში აგრარული ბაზრის რეაბილიტაციას 155 114 ლარი მოხმარდება

1178

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი არსებული დაზიანებული ღობეების და სავაჭრო დახლების დემონტაჟს, ტერიტორიის შემოღობვას, სავაჭრო მოდულების და გადახურვას, საკონტროლო ჯიხურების მოწყობას, ტერიტორიის მოსწორებას და მოხრეშვას, ასევე, საპირფარეშოს გაკეთებას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ბაზრის ტერიტორია ორ ნაწილად საცალო-საბითუმო აგრარულ ბაზრის და პირუტყვის ბაზრის ტერიტორიებად დაიყოფა.

ბაზრის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 155 114 ლარს შეადგენს.

“სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მა-გი და ვახტანგ ლონდარიძე“ ახორციელებს”, – აცხადებენ მერიაში.