გორის მერიამ სპეცტექნიკა “ГАЗ-ის” ოფიციალური წარმომადგენლისგან შეიძინა

163

წინა სტატია

შპს “სტრადა”, რომლისგანაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეცტექნიკა იყიდა, რუსული კომპანია “გაზ-ჯგუფის” ოფიციალური წარმომადგენელია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შპს “სტრადა” სერვისულ-გამსაღებელი ქსელი “გაზის” ოფიციალური მონაწილეა და საქართველოს ტერიტორიაზე “გაზი-ს” ავტომობილების რეალიზაციის, ტექნიკური საგარანტიო და გარანტიის შემდგომი შეკეთების უფლება აქვს.

აღნიშნული კომპანია რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, ილიიჩის გამზირზეა რეგისტრირებული.

ცნობისთვის, გორის მერიამ დასუფთავების 6 ახალი სპეციალური მანქანა შეიძინა, დღეიდან კი გორის ქუჩების მორეცხვა დაიწყება.