ზესტაფონში 14 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

605

ზესტაფონში ქალაქის 14 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ზესტაფონის მერიაში აცხადებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობა გრძელდება გალაკტიონ ტაბიძის და მერკვილაძის ქუჩებზე. საგაზო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მერკვილაძის ქუჩაზე ბეტონის საფარი, ხოლო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუჩების რეაბილიტრაციის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებენ თავლყურს.

“მერკვილაძის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქუჩების კეთილმოწყობას, შპს “საპოვნელა +“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მერკვილაძის ქუჩის მოსაწყობად 65 502 ლარი, ხოლო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 155 320 ლარი დაიხარჯება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.