ოზურგეთში მდინარე ნატანებზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

86

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდინარე ნატანებზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სახიდე გადასასვლელი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 946737 ლარია.