ზესტაფონში ქველეთუბნის გზის რეაბილიტაცია პირველად მიმდინარეობს

780

ზესტაფონის სოფელ დილიკაურში ქველეთუბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სოფლის აღნიშნული დასახლებისთვის ეს პირველი პროექტია, სადაც გზის აღდგენა ბეტონის საფარით ხდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქველეთუბანში არასდროს განხორციელებულა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მსგავსი მასშტაბის სამუშაოები.

რეაბილიტაცია 1 კმ – იან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 167 777 ლარია.

ქველეთუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა გზის საფარი. სწორედ ასეთი სოფლების ჩამონათვალშია ქველეთუბნის დასახლებაც. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 200 – მეტი ადამიანი შეძლებს“. – განაცხადა მერის მოადგილემ დავით მაღრაძემ.

სატენდერო ვალდებულების შესაბამისად, სოფელ დილიკაურში სამუსაოებს „საჩხერგზა“ ახორციელებს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს,