ზუგდიდში საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა თხრილში ჩავარდა

793

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე მომუშავე ორი მუშა თხრილში ჩავარდა და დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები საკანალიზაციო არხს თხრიდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ -ერთი მამაკაცი მალევე ამოიყვანეს, ხოლო მეორის ამოყვანას სამაშველო სამსახური დასჭირდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.

დაშავებული მუშები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.