ქობულეთის სანაპირო ზოლში საშხაპეები და გასახდელები მოეწყო

67

ქობულეთის ზღვის სანაპიროზე 30 საშხაპე და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი გასახდელები დამონტაჟდა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

საპლაჟო ინფრასტრუქტურა საავადმყოფოს უბანში, ასევე, ფიჭვნარში მოეწყო.

კონსტრუქციების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.