გორის კულტურის სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

708

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს,- ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა.

“ხელშეკრულების ვადა ამოგვეწურა და ისევ გაგვიგრძელდება თუ არა, ჯერ არ ვიცით”, – ამბობენ სააგენტოში.

თანამშრომლებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაიმართა.