ქუთაისის საკრებულოში გია უკლება მისივე პარტიის წარმომადგენელმა ჩაანაცვლა

134

წინა სტატია

ქუთაისი საკრებულოს დეპუტაციის შემადგენლობაში ცვლილებაა. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია უკლება მისივე პარტიის წარმომადგენლებმა რომან ქვაჩაკიძემ შეცვალა. საკითხი საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ცნობისთვის, ცვლილება ყოფილი დეპუტატის წასვლის გამო გახდა საჭირო. გია უკლებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სხდომების გაცდენის გამო შეუჩერდა. გია უკლებამ ქვეყანა რამდენიმე თვის წინ დატოვა.