პარლამენტის დადგენილებას თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე არასამთავრობოები გაასაჩივრებენ

969

7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 30 ივნისს, 12:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ N10) თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ და სარჩელის დეტალებზე ისაუბრებენ.

დღესვე, 14:00 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნულ სარჩელს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.