გუშინდელი უარყოფის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის 2 მოადგილე გაათავისუფლეს

917

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ორმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოადგილეები თანამდებობებიდან საკუთარი განცხადებების საფუძველზე გადადგნენ.

პირველი მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია დავით ფარცვანიამ შეცვალა. კობა ქანთარია სავარძელი კი თავისუფალია.

ოთხშაბათს, ამ საკადრო ცვლილებების წინა დღეს, droa.ge გუშინ წერდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული აპარატში ცვლილებები იყო დაგეგმილი და ალექსანდრე მოწერელიას და მისი 4 მოადგილიდან სამის შეცვლა იგეგმებოდა.

ოთხშაბათს ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში და არც თავად რწმუნებულის აპარატში.

„სახელმწიფო რწმუნებული ადგილზეა და მუშაობს ჩვეულებრივად… მოადგილეებთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, არ ვადასტურებ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამ წუთას არიან თანამდებობებზე,“- განაცხადა ოთხშაბათს, 31 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-სამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს კი droa-ge-ს ინფორმაცია გამართლდა და უკვე ორი მოადგილე გამოემშვიდობა თანამდებობას. ჩვენივე ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამაც დატოვოს.