დღეს მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს

2075

წინა სტატია

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, დღეს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს.

“ამდენად, უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვალა და დილის 06:00-დან 23:00 საათამდე მუშაობს.