ბარისახოში, შატილსა და მაღაროსკარში მიმდინარე წლის შემოდგომაზე 3 სკოლა-პანსიონი გაიხსნება

697

წინა სტატია

დუშეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სკოლა-პანსიონი გაიხსნება. სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში იგეგმება პანსიონის სრული განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ”,- განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ამასთან, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შატილისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონებსაც ჩაუტარდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სამივე პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიონ ლარს შეადგენს.