ფოთის ხუთ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

77

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქ ფოთის №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 454 502 ლარით დაფინანსდება.

პროექტი სამშენებლო-სარემონტო სამუშაობის ჩატარებასა და სისტემების განახლებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტი ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან სამუშო შეხვედრაზე განიხილეს. მერიის ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი ოთარ არევაძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.