გურჯაანის სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორია აშენდება

768

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორია აშენდება. როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ამბულატორიის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მათივე ცნობით, ამბულატორიის მშენებლობისთვის უკვე გამოცხადებულია 82 609 ლარის ღირებულების ტენდერი. სატენდერო წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება

ახალ ამბულატორიას 4 ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა ექნება. ამასთან, შენობაში მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ჯამში 20 მილიონი ლარის 406 პროექტი განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში 39 სასწრაფო დახმარების ცენტი და 104 ამბულატორია აშენდება.