გორის მერი: ქალაქში ქაოსური მშენებლობები აღარ იქნება

182

ქალაქში ქაოსური მშენებლობები აღარ იქნება, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი აზრით, აღნიშნულის გარანტია ქალაქის განაშენიანების გეგმაა, რომელსაც ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი“ ამზადებს მერიის დაკვეთით.

“ამ გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს იმას, რომ ქაოსური მშენებლობები აღარ იქნება. ჩვენი მუნიციპალიტეტის იერ-სახე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღარ უნდა იყოს უსახური შენობები და მშენებლობები“, – აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი

როგორც ცნობილია, ქალაქის განაშენიანების გეგმის საბოლოო ვერსია მერიას 15 აგვისტოს უნდა ჩაბარდეს.