გორის მერს ჰგონია, რომ აგარას მერი ჰყავს

1176

“აგარის მუნიციპალიტეტის მერს ვთხოვ გაესაუბროს მოსახლეობას“ – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მომხმარებელს წინაგარადან, რომელმაც მერთან შეხვედრა ითხოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მე ვეტყვი აგარის მუნიციპალიტეტის მერს, რომ გაესაუბროს მოსახლეობას, თუ ისინი ითხოვენ მერთან შეხვედრას, სიამოვნებით შევხვდებოდი წინაგარის მოსახლეობასაც, მაგრამ გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტზე ვრცელდება“, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

ინფორმაციისთვის, აგარა ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია და შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება სოფელ წინაგარას, ის ახალგორის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.