ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საწარმო იხსნება

127

ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქრო გაიხსნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

პროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია “მორიგეა’’. ეტლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული და დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.

საწარმოს მშენებლობა ზესტაფონის მერიისა და ორგანიზაცია “მორიგეს’’ ერთობლივი იდეა იყო. “ჯორჯიან მანგანეზს’’ ფართის გამოყოფის თაობაზე მერიამ მიმართა, რის შედეგადაც კომპანიამ უსასყიდლო ფართი გამოჰყო.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტში მერიაც თანადაფინანსებით შევა, თუმცა კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ამ პროექტზე, ამ დროისთვის არ იციან.

საწარმო შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებაზე იქნება გათვლილი.