ქუთაისის მერის თქმით, დანამატები იმიტომ გააოთხმაგეს, რომ თანამშრომლები ღამის საათებშიც მუშაობენ

920

წინა სტატია

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე წელს დანამატის რაოდენობა იმის გამო გაზარდეს, რომ თანამშრომლები დამატებით საათებს მუშაობენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“როდესაც ღამის საათებში და შაბათ-კვირას უწევთ მუშაობა თანამშრომლებს, თავისთავად აუცილებელია მიეცეთ დანამატი. მხოლოდ ამის გამო მოხდა გაზრდა. კარგად  შევადაროთ წინა წლებში გაცემული დანამატების რაოდენობას“, –  განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს ქუთაისის მერიამ დანამატის სახით 92 554  ლარით მეტი გასცა, რაც ოთხჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ასევე, მერიამ 9 000 ლარით გაზარდა საწვავისა და მივლინების ხარჯებიც.

პირველი  ხუთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საწვავში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 546 ლარი დაიხარჯა. ხოლო, საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მივლინებებს 32 931 ლარი მოხმარდა.