ახალციხის მერიაში შტატიდან ხელშეკრულებაზე 6 თანამშრომელი გადაიყვანეს

750

ახალციხის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებები განხორციელდა. შტატების რაოდენობა უცვლელი დარჩა ქალაქის საკრებულოში;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობის მიზნით, ახალციხის მერიის საშტატო ნუსხაში 73 თანამშრომლიდან 6 ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს. ქალაქის მერის კონკურსგავლილი ოთხი წარმომადგენელი, პირადი მდივანი და თანაშემწე უშტატო თანამშრომლები იქნებიან.

„რეკომენდაცია იყო ასეთი ხელისუფლებიდან და გავითვალისიწინეთ“, – ამბობს ახალციხის მერიის ადმინსიტრაციის უფროსი ნინო მიქაბერიძე.

მისი განმარტებით ამ ექვს პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებს პროფესიონალი საჯარო მოხელის სტატუსი არ ექნებათ, შესაბამისად მათ მომავალში აღარც საჯარო მოხელეთა კონკურსები შეეხებათ.

დარჩენილ 67 საჯარო მოხელეებს რანგები განესაზღვრათ.

„სტრუქტურტული ერთეულის ხელძღვანელი პირველ რანგში გავიდა, მეორე რანგში გავიდა განყოფილების უფროსი, მესამეში – მთავარი სპეცილასიტი, მეოთხეში –წამყვანი სპეცილასიტი და სპეციასლიტი“, – ამბობს ნინო მიქაბერიძე.

რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს აპარატს აქ ხუთი საშტატო ერთეულია და არცერთი შემცირებულა.

„აქ პირველი და მესამე რანგის სპეციალსიტები არიან. ახლა არაფერი იცლვება, მაგრამ სამომავლოდ ეს რანგირება ალბათ ხელფასების ოდენობას განსაზღვრავს“ – აცხადებს ახალციხის საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელძღვანელი შალვა გოგოლაძე.

აღნიშნულ ცვლილებებს კენჭი დღეს, 29 ქალაქის საკრებულოს რიგით მეათე სხდომაზე უყარეს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე