ტყიბულში, სოფელ ცუცხვათში უძველესი ადამიანის არსებობის კვალი დასტურდება

132

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში არქეოლოგიური ექსპედიცია მინდინარეობს. ექსპედიციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია პრეისტორიული ხანის ნაშთები, რითაც 50 ათასი წლის წინინანდელი, ნეანდერტალელი  ადამიანის არსებობა დასტურდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ამ ტერიტორიაზე ხდებოდა გათხრები 40 წელმე მეტი ხნის წინ,  გასული საუკუნის 70-იან წლებში.  ახლა უკვე თანამდეროვე მეთოდებით ვატარებთ კვლევებს. ეროვნული  მუზეუმი უკვე მესამე წელია მართავს ექსპედიციებს, ახლა გათხრების მეხუთე სეზონია,”- აცხადებს ნიკოლოზ წიქარიძე.

მისი თქმით, პირველადი შედეგებით, დასტურდება სპილენძის ქვის ხანის არსებობა, ნაპოვნია ნეანდერტალელი ადამიანის კბილი, ასევე სამუშაო იარაღები.

ექსპედიციაში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები  უცხოელი არქეოლოგები და ასევე ქუთაისელი სტუდენტები მონაწილეობენ.