ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში პერიოდულად უფასო კონცერტები ჩატარდება

619

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ა(ა)იპ “ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან” არსებულმა ქუთაისის სასულე ორკესტრმა ანსამბლ “ბერმუხასთან” ერთად კონცერტი გამართა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“სასულე ორკესტრი სამი თვის წინ ჩამოყალიბდა და ქუთაისის ა(ა)იპ-ის შემადგენლობას შეუერთდა, მისი მიზანი ტრადიციის აღდგენა იყო, 1940-იან წლებში ქუთაისის ბულვარში ატარებდნენ უფასო კონცერტს, პერიოდულად სასულე ორკესტრი ჩაატარებს კონცერტს”- აცხადებს ა(ა) იპ “ქუთაისის კულტურულ,სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი ეკა გაბუნია.