დებატები პარლამენტში თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე

583

ხელისუფლების ინიციატივას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ პარლამენტში კამათი და დებატები მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 გაუქმდება და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდება.

პარლამენტმა 15 ივნისს ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შესახებ დადგენილებას კენჭი უკვე უყარა. ის ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს შევა.

გარდა ამისა, ინიცირებული კანონპროექტით, მუნიციპალიტეტების გამგებლებს სახელი გადაერქმევა და მათაც, ქალაქების მერების მსგავსად, მერი დაერქმევა.