საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის – #spendyoursummeringeorgia – ფარგლებში ტურისტებს იწვევს

866

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვას წარწერით – #SpendYourSummerInGeorgia აქვეყნებს.

კამპანიის – #spendyoursummeringeorgia – ფარგლებში ჩაწერილი ვიდეო, რომლითაც პრეზიდენტი უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს, 7 საათის წინ გამოქვეყნდა უკვე 50 ათასამდე ნახვა, 330-ზე მეტი კომენტარი და 100-მდე გაზიარება აქვს.

შეგახსენებთ, რომ კამპანია #spendyoursummeringeorgia მას შემდეგ დაიწყო, რაც, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ხოლო ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოში ტურების დაგეგმვა აეკრძალათ.