სკოლას, რომელსაც წყლის პრობლემა აქვს, ნინოწმინდის მერია სახურავს გამოუცვლის

767

ნინოწმინდის მერიამ ტენდერი საღამოს საჯარო სკოლის სახურავის შეკეთებაზე გამოაცხადა. შენობაში სასმელი და ტექნიკური წყლის არარსებობის გამო, სკოლა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა, მიუხედავად ამისა, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წყლის პრობლემა წელს ვერ გადაიჭრება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნინოწმინდის მერიამ სკოლის სახურავის შესაკეთებლად ტენდერი ხუთ ივლისს გამოაცხადა, თუმცა ჩაიშალა. ანივარდ მოსოიანს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა წელს სკოლაში საპირფარეშოს მოწესრიგება: “მხოლოდ სახურავზე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, შესაბამისად წელს სხვა სამუშაოები არ განიხილება“.

ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა პრობლემის მოუგვარებლობა რთული კლიმატური პირობებით ახსნა: “სკოლებში წელს წყალი და გამართული საკანალიზაციო სისტემა ვერ მოეწყობა. ამის მიზეზი ნინოწმინდის რთული კლიმატია და დრო გვჭირდება“.

სახალხო დამცველის მიერ, სპეციალური ანგარიშის მიხედვით უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით კი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არსებულ სკოლებში გამოვლინდა.