დაბა წაღვერში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო

995

დაბა წაღვერში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაიწყო.

როგორც ბორჯომის მერიაში განმარტავენ, პროექტი შიდა სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოებს,ფასადის რეკონსტრუქციას, შენობაში ელექტროგაყვანილობის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მონტაჟს, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების მოწყობას, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ქსელის, ვიდეომონიტორინგისა და ინტერნეტის ქსელის გაკეთებას და ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

კულტურის სახლის შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მისი ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგ, შენობას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.

“ახლი რეაბილიტირებული კულტურის სახლის შენობა ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდას, კულტურულ განვითარებასა და დასაქმებას, ხოლო წაღვერს, როგორც კურორტს, გახდის უფრო მრავალფეროვანსა და კომფორტულს”, – ამბობენ მერიაში.