ზუგდიდში “ერთი თბილი ოთახის“ პროგრამიდან ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება

721

მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროგრამაში “ერთი თბილი ოთახი“ 18 ბენეფიციარი ჩაერთო.

პრიორიტეტული ოჯახები, მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე გამოავლინა. კომისიისვე გადაწყვეტილებით, თანხა, რომელიც ერთ ოჯახზე 5 000 ლარით იყო განსაზღვრული 7 000 ლარამდე გაიზრდება.

2017 წლიდან დღემდე “ერთი თბილი ოთახის” პროგრამით 29 ბენეფიციარმა ისარგებლა.

“ერთი თბილი ოთახი“ 2017 წელს ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა.