ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს

168

წინა სტატია

ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 904 367 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

“მნიშვნელოვანია, რომ მალე ზუგდიდს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა ექნება. უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული ნაწილის რეაბილიტაცია, არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, იგეგმება დამატებითი საკლასო ოთახების, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზის, ადმინისტრაციის ოთახისა და სანიტარული კვანძების მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა.

ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის იერსახე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის”,- განაცხადა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ.