წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი ლარის 642 პროექტი განხორციელდება

116

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს განათლების ინფრასტრუქტურისთვის ჯამში 40 მილიონი ლარის 642 პროექტი განხორციელდება. მისივე ცნობით, ამ დროისთვის 96 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 327 პროექტზე – სამშენებლო ტენდერი, 219-ზე კი პროექტირების შესყიდვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ 2018 წელს, სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დელეგირების წესით უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაცა.