ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნდობა ნელ-ნელა იზრდება – კვლევის შედეგები

2093

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნდობა ნელ-ნელა იზრდება, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების ანალიზისას ხდება ცნობილი.

IRI-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევით, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 43% იყო. ბოლო კვლევით კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ეს მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი და 48%-ს შეადგენს.

ბოლო ხუთწლიან პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ყველაზე ცუდად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას გამოკითხულები 2016 წელს აფასებდნენ – ამ წელს თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე – 27%-მდე ჩამოვარდა.

2016 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის რეიტინგი ნელ-ნელა იზრდება. 2017 წლისთვის ის 10%-ით გაუმჯობესდა, 2018 წლისთვის – 6%-ით, ხოლო წელს – 5%-ით.

აღსანიშნავია, რომ, წლევანდელი კვლევით, ადგილობრივ თვითმმართველობას პარლამენტსა და მთავრობაზე უკეთესი შედეგი აქვთ.

ბოლო გამოკითხვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.