ბათუმში სუვენირებით გარე ვაჭრობისთვის ადგილები გამოიყოფა

623

ბათუმის  ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისთვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილები გამოიყოფა.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მერიის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილების გამოყოფას, ასევე, ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანას.

“აღნიშნული ცვლილება გულისხმობს შემოღებულ იქნას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებელი სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ მშენებლობებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ ივნისამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილია შესაბამისი დადგენილება და მერიას წარედგინება მოთხოვნა/შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდის თაობაზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კვ.მ-ზე (კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი) განისაზღვრა 400 ლარით”, – განმარტავენ ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურში.

წყარო: ინტერპრესნიუსი