დაბა თიანეთში გზების მოასფალტებას მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება

201

დაბა თიანეთში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გელოვანის, ქუსნოს და ბაგრატიონის ქუჩები მოასფალტდება. ასევე, ადფალტირებული გზა დაიგება ქუსნოს ქუჩის პირველ შესახვევსა და რუსთაველის ქუჩის ჩიხშიც.

ამასთან, პროექტის მიხედვით, ყველა ქუჩაზე კიუვეტები და ეზოში შესასვლელები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 1 180 400 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.