დუშეთში არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

775

დუშეთში არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

როგორც დუშეთის მერიაში აცხადებენ, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს და ბუნების კონსერვაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა, დუშეთის მერიის და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პროექტის “არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“ მიმდინარე ეტაპი.

“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განხილულ იქნა ტყეების, კულტურული მემკვიდრეობის და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხელშეწყობის საკითხები. საუბარი შეეხო ტერიტორიის ზონირებას, პროექტის პროგრესს, სამომავლო ნაბიჯებს და რეკომენდაციებს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

აღნიშნული დაცული ლანდშაფტი ფშავის, პირიქეთა ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიას მოიცავს, მისი მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს ხელშეწყობით”, – განმარტავენ მერიაში.

შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იან ჩერნიკი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ფშავ-ხევსურეთის ერონული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი – ვაჟა ჭინჭარაული და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგნელეი გიორგი იორამაშვილი ესწრებოდნენ.