ბახტაძე: რეგიონული განვითარების გარეშე საქართველოში სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია

1020

რეგიონული განვითარების გარეშე საქართველოში სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, ჯერ კიდევ ჩვენს რეგიონებში არის ასაშენებელი ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ეს არის: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომლებიც უკავშირდება წყლის მიწოდების სიტემებს, სპორტული, განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მე მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ 2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით მოქალაქეებს, საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე.

რეგიონული განვითარების გარეშე საქართველოში სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებაში კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, -განაცხადა პრემიერმა.