ახალდაბაში პარკის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

866

დაბა ახალდაბაში აქტიურად მიმდინარეობს შინმოუსვლელთა სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ტერიტორიაზე მოეწყობა ლითონის ღობე და კარები, დაგეგმილია კაუჩუკის საფარის გაკეთება, პარკში არსებულ კედელზე აღდგება ძველი წარწერები, მოეწყობა შადრევანი და ატრაქცონები, განლაგდება სკამები და ურნები.

პარკი 80-იან წლებში გაიხსნა და   მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოიშალა.   სამუშაოების დასრულების შემდეგ პარკით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს ასევე კურორტის სტუმრებს შეეძლებათ.

სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.