ქუთაისის მერიამ მეფუტკრეობის კუთხით 12 შშმ პირი გადაამზადა

1155

ქუთაისის მერიამ 2019 წელს, გასული წლის მსგავსად, ორი პროექტი დააფინანსა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საარსებო წყაროების შექმნის ხელშეწყობის და კვალიფიკაციის ამაღლებისკენაა მიმართული, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები მეფუტკრეობის კუთხით გადამზადდნენ.

“თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის შედეგად შეირჩევა ხუთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელთაც მერიის ფინანსური მხარდაჭერით ფუტკრის ოჯახები გადაეცემათ, რაც შემდგომში მათთვის გარკვეული შემოსავლის არსებობას უზრუნველყოფს”, – განმარტავენ მერიაში.