რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბი და UNDP საპილოტე პროექტს განახორციელებენ

632

რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების ციკლის დანერგვის მიზნით, საპილოტე ინიციატივას ახორციელებს. საპილოტე პროგრამა სექტემბრის ბოლოდან რუსთავის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ამოქმედდება.

პროექტთან დაკავშირებით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორ მერიაში განმარტავენ, შეხვედრის ფარგლებში, პლასტმასის ნარჩენების შეგროვების ციკლის პირველადი მოდელის შექმნის მიზნით ვორქშოფი მოეწყო, რომელშიც მერიის სამსახურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დიზაინერები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგნელები ესწრებოდნენ.