სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მრჩევლად ყოფილი გამგებელი დანიშნა

1531

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მრჩეველი ახალქალაქის ყოფილი გამგებელი და “ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ედუარდ აღასარიანი იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამხარეო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მრჩეველი 18 ივლისს დანიშნა. ედუარდ აღასარიანი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მრჩეველი იქნება.

“მას არცერთი სფერო და სამსახური არ აბარია. მის ფუნქციებში იქნება რეგიონში საჯარო პოლიტიკის მიმართულებით კონსულტირება მთელი რეგიონის მასშტაბით. კონსულტირებას გაუწევს სახელმწიფო რწმუნებულს“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ედუარდ აღასარიანი 2013-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლი იყო. 2016 წელს იგი “ქართული ოცნების“ ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.