ჭიათურაში მცხოვრები დევნილი ოჯახები ბინებს ქუთაისში მიიღებენ

956

ჭიათურაში მცხოვრები ცხრა დევნილი ოჯახი საცხოვრებელს ქუთაისში მიიღებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ე.წ ჯარბელას დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირები წლებია რთულ პირობებში ცხოვრობენ. დევნილი ოჯახებს ბინები 2019 წლის სექტემბერში, მას შემდეგ გადაეცემათ, რაც ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მათთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა დასრულდება.

ასევე, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბინებს საკუთრებაში მიიღებს წყალტუბოში მცხოვრები 564 დევნილი ოჯახი.

გასული წლის ბოლოს ქუთაისში ახალი ბინა 52 დევნილ ოჯახს გადაეცა.

2019 წელს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების კმიხედვით სულ 725 ბინა უნდა განაწილდეს. პარალელურად, გრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა შერვაშიძის ქუჩაზე.