დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში 600 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას არემონტებენ

877

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულება გათვლილია შშმ პირებზე და ამ ეტაპზე, დაახლოებით, 282 მოსწავლე სწავლობს.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპის ფარგლებში, რომლისთვისაც 28 ათას ლარამდე იხარჯება, კარ-ფანჯრებს ცვლიან. სამუშაოების შემდგომ ეტაპზე კი საკლასო ოთახებს, კაბინეტებსა და სააქტო დარბაზს მოაწესრიგებენ.

სკოლაში მიმდინარე სარემონტო პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას რეაბილიტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდება.