ახალქალაქის მერიაში სამი სამსახურის უფროსი დაინიშნა

608

ახალქალაქის მერიაში ინფრასტრუქტურის, კონტროლისა და რეაგირების, ასევე, შესყიდვების სამსახურების უფროსების პოზიციაზე თანამშრომლები კონკურსის შედეგად დაინიშნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის, ტერიტორიების მართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსად, მაგდა ამირშადიანი დაინიშნა. იგი მანამდე ამავე სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

კონტროლისა და რეაგირების სამსახურის უფროსი თეიმურაზ მჭედლიძე იქნება, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი როზა იორდანიანი.

ახალქალაქის მერიამ კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ორი სამსახურის უფროსმა, განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა.